მოსკოვი: ცხინვალის გადაწყვეტილება ე.წ. რეფერენდუმის გაუქმების შესახებ გონივრულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი გონივრულად მიიჩნევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ე.წ. რეფერენდუმის გაუქმების შესახებ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტ ბიბილოვის ეს ინიციატივა ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, ახალი მეთაურის გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც გონივრულს, რომელიც პასუხობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სამოკავშირეო სულისკვეთებას  და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რუსული მხარე მზად არის, კონსულტაციები გამართოს სამხრეთ ოსელ პარტნიორებთან, რომ განიხილოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შემდგომი ინტეგრაციის გზები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები