ზელენსკი – ნიდერლანდების პრემიერს: თუკი ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, გარკვევით გვითხარით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რიუტეს უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ უთანხმოება აქვთ.

ამის შესახებ მან  Nieuwsuur-თან ინტერვიუში ისაუბრა.

საუბარში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ მარკ რიუტემ მიმართა უკრაინის პარლამენტს და უკრაინას ევროპული ოჯახის წევრი უწოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს გასულ ხუთშაბათს ესაუბრა.

„მე პირდაპირი ვიყავი მარკთა. დაახლოებით ასე ვუთხარი: „მადლობა თქვენი სიტყვებისთვის. თქვენ მართლაც გვეხმარებით ჩვენ და მე ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის. მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ უბრალოდ დუმდით იმ ყველაფრის შესახებ რისი გაგონებაც ჩვენ გვინდოდა. მე ძალიან ღიად ვუთხარი: თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირში არ არის, თქვენ ეს გარკვევით უნდა თქვათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რიუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ ამისთვის გარკვეული ნაბიჯებია გასავლელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები