თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, რომლებმაც რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ, თუმცა ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები