„გვინდოდა, უკრაინელებს გაეგოთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მათ გვერდით არის“ – ქართველი მოხალისე, ლიკა კერესელიძე

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი უკვე კოლოსალურ ზარალს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, უამრავ დასრულებულ სიცოცხლეს ითვლის. ადამიანები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, გვერდით დაუდგნენ უკრაინელ ხალხს იმით, რითაც შეუძლიათ. ზოგი მოხალისედ მიემგზავრება, ზოგი პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიდის, ზოგი საგანგებოდ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავს თანხას იმ იმედით, რომ თავის მინიმალურ წვლილს შეიტანს საჭირო და საერთო საქმეში. დახმარების ამ ფორმას რაც შეეხება, აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს, შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენოს და ადამიანებს თანხა არარსებულ დახმარების ფონდებში და ყალბ ანგარიშებზე ჩაარიცხინოს. ამდენ ინფორმაციას შორის და ემოციურ ფონზე, რთულია, გაარჩიო, რომელი მათგანია ისეთი, რომელიც თქვენ მიერ გაღებულ თანხას სათანადოდ გამოიყენებს და ნამდვილად იმ უკრაინელებს დაეხმარება, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

დღეს გვინდა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაზე მოგიყვეთ, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ და იცოდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ფინანსური რესურსი რეალურ პრობლემებსა და რეალურ საჭიროებებს მოხმარდება.

ფონდი „MariMash“ 2020 წელს დააარსა მარინა ბოჩკოვსკაიამ, რომელიც წლებია, მოხალისეა და ხალხს საკუთარ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. ორგანიზაცია სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც მოქმედებდა და ობოლ ბავშვებს ეხმარებოდა, დღეს კი, რუსეთის აგრესიის შედეგად ობლად დარჩენილ ბავშვებს უწევს დახმარებას. ფონდს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად მიეწოდება ჰუმანიტარული თუ ფინანსური დახმარება, რასაც მოხალისეები შტაბში ახარისხებენ და უნაწილებენ მათ, ვისაც ის სჭირდება.

ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ლიკა კერესელიძემ მიაწოდა. ლიკა ერთ-ერთია იმ ქართველთაგან, რომელიც უკრაინაში მოხალისედ წავიდა. უკრაინელების დასახმარებლად ის თავის დეიდაშვილთან ერთად გაემგზავრა, რომელიც, იმავე მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა. თავიდან პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში ჩაფრინდნენ, იქიდან კი, უკრაინაში ავტობუსის მეშვეობით მოხვდნენ.

„გვინდოდა, უკრაინელებს გაეგოთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მათ გვერდით არის. ნებისმიერს შეუძლია ჩამოვიდეს აქ, ვისაც არ ეშინია“ – ამბობს ლიკა.

ისინი ჟიტომირში გაჩერდნენ. სწორედ აქ შეიტყო ლიკამ ამ ორგანიზაციის შესახებ და გაიცნო მისი დამფუძნებელი მარინა ბოჩკოვსკაია.

„ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია შეიქმნა, მაგრამ ვისაც პირადად ვუკავშირდებოდი, ძირითადად, არ გამოდგნენ სანდოები. მარინა ბოჩკოვსკაია კი ნამდვილად ეხმარება ობოლ ბავშვებს.

აქ ყველაფერი ძალიან ემოციურია… რუსის ტანკი ამ მდგომარეობაში რომ ვნახე, ძალიან გამიხარდა“, – ამბობს მარინა.

რუსული ტანკი

ფონდის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი რეკვიზიტები:

ფონდის რეკვიზიტები/ Company details

 

МАРIМАШ БЛАГОДIЙНИЙ ФОНД

(IBAN Code) : UA033052990000026000006400016

(Name of the bank) : JSC CB “PRIVATBANK”, 1D HRUSHEVSKOHO STR., KYIV, 01001, UKRAINE

(SWIFT code банку/Bank SWIFT Code) : PBANUA2X

(Company address) : UA 10030 Житомирська   м Житомир вул Київська б.69 кв.25

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები