ლაშა აბაშიძე: ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით ბლოკ-მატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანი სარკინიგზო სექტორისთვის

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკმატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკმატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს – წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.

აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკმატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გაგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო.

„ბლოკმატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიებისა და ტერმინალების საქმიანობას.

ბლოკმატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის – გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკმატარებელი ფოთი–ბაქო–ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები