თამთა მეგრელიშვილი: ქართულ რეალობაში ზაზა შათირიშვილი “დიფ სთეითის” გავლენებსა და მიზნებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდიც ამხელს “დიფ სთეითის” მოქმედ სახიფათო პირებს – “დიფ სთეითი” სახიფათო თუა ამერიკის უსაფრთხოებისათვის ეს ძალა საქართველოს რატომ დაინდობს?!

,,ქართულ რეალობაში ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში “დიფ სთეითის” გავლენებსა და მიზნებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს. თავდაპირველად მის მიერ “დიფ სთეითის” მხილება ქართული საზოგადოებისათვის შოკი იყო, მაგრამ მისმა არგუმენტირებულმა გზავნილებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოების დიდ ნაწილს, დღეს კარგად ესმის ის საფრთხეები რაც “დიფ სთეითიდან” მომდინარეობს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “დიფ სთეითის” შესახებ ღიად საუბრობს ტულსი გაბარდიც, რის გამოც, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი “დიფ სთეითის” სამიზნე გახდა.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც და დროა ყველამ გაიაზროს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები.

“ქართულ რეალობაში ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში “დიფ სთეითის” გავლენებსა და მიზნებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს.
თავდაპირველად მის მიერ “დიფ სთეითის” მხილება ქართული საზოგადოებისათვის შოკი იყო, მაგრამ მისმა არგუმენტირებულმა გზავნილებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოების დიდ ნაწილს, დღეს კარგად ესმის ის საფრთხეები რაც “დიფ სთეითიდან” მომდინარეობს.
ოპოზიცია ამ საკითხზე საზოგადოებასთან დამცინავი ირონიით საუბრობს და “დიფ სთეითისაგან” გამოწვეულ საფრთხეებს ზაზა შათირიშვილისა და ხელისუფლების პოლიტიკურ ილუზიად ასაღებს.
თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ “დიფ სთეითი” არის ძალა, რომელიც საფუძველს უყრის ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვასა და გარყვნილებას და ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ხმამაღლა საუბრობს.
ის ამხელს “დიფ სთეითის” მოქმედ სახიფათო პირებს, რომლებიც დაზვერვის სტრუქტურებში არიან, რადგან თვლის რომ ამ მხილებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს.
ამ ფონზე “დიფ სთეითის” პროპაგანდის ფრთა სრული პანიკის რეჟიმშია და ტულსი პირდაპირ მათი სამიზნე გახდა.
ანალოგიური ხდება საქართველოშიც, დაფიქრდით “დიფ სთეითი” სახიფათო თუა ამერიკის უსაფრთხოებისათვის ეს ძალა საქართველოს რატომ დაინდობს?!
დროა ყველამ გაიაზროს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და ინტელექტუალურად ზაზა შათირიშვილის ნააზრევს თუ ვერ გაწვდება- “დიფ სთეითზე” საძიებო სისტემაში მაინც დაგუგლოს.” – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები