NASA მთვარეზე ენერგიის ახალი ეპოქისთვის ემზადება

ამერიკული მედიის ცნობით, NASA მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის მთვარეზე პირველი ბირთვული რეაქტორის განთავსებას, რაც შესაძლოა პლანეტის ზედაპირზე მუდმივი ადამიანის ყოფნის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი ნაბიჯი გახდეს.

როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, პროექტი განიხილება როგორც გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც არის მთვარეზე სტაბილური და საიმედო ენერგიის წყაროს შექმნა — თავდაპირველად ასტრონავტებისთვის, მომავალში კი შესაძლოა მეცნიერული კვლევების ან კომერციული მიზნებისთვისაც.

„ამ კრიტიკული ტექნოლოგიის სათანადოდ განვითარებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მომავალი მთვარის ეკონომიკის, მარსზე მაღალი სიმძლავრის ენერგიის გენერაციის მხარდაჭერა და კოსმოსში ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, აუცილებელია, რომ სააგენტომ სწრაფად იმოქმედოს“, – მისწერა NASA-ს აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშნა.

ბირთვული ტექნოლოგიის უსაფრთხო და ეფექტური ინტეგრაციისთვის, NASA, რამდენიმე კერძო კომპანიასა და ენერგეტიკულ სააგენტოსთან უკვე თანამშრომლობს.

ცნობისთვის, 2020 წელს შვიდმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რათა დაედგინათ პრინციპები, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა მთვარის ზედაპირზე. შეთანხმებები მოიცავს ე.წ. უსაფრთხოების ზონებს, რომლებიც ქვეყნების მიერ მთვარეზე აშენებული ოპერაციებისა და აქტივების გარშემო შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები