ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა.
გაგლოევმა ე.წ. კონსტიტუციაზე ფიცი ორ ე.წ. სახელმწიფო ენაზე დადო – ოსურ და რუსულ ენებზე, რის შემდეგაც ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა, ემილია გაგიევამ მას “პრეზიდენტის მოწმობა” გადასცა.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, „პრეზიდენტის თანამდებობა უმაღლეს ვალდებულებებს მაკისრებს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“.
მისი თქმით, “რესპუბლიკაში ასევე გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის შემოსავლების დონის ამაღლებაზე, ასევე, სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაზე, ეკონომიკის განვითარებაზე”.
ე.წ. ინაუგურაციას ესწრებოდნენ ე.წ. რესპუბლიკის პირველი და მესამე დე ფაქტო პრეზიდენტები – ლუდვიგ ჩიბიროვი და ლეონიდ თიბილოვი, ასევე, მეოთხე დე ფაქტო პრეზიდენტი – ანატოლი ბიბილოვი.
ცერემონიაზე იყვნენ წარმოდგენილი დელეგაციები რუსეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყაბარდოდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, მთიანი-უყარაბაღიდან, დნესტრისპირეთიდან, დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკებიდან და ნიკარაგუადან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 8 მაისს გაიმართა.
ალან გაგლოევს არჩევნებზე მისული მოქალაქეების 56,09%-მა მისცა.