საქართველოს პრემიერმინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაგორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

მისი თქმითსაბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზესამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმებაბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული  ორი სოფლის – მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნაერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა  მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზზე მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება – 2 820 000 ლარია. 

მთავრობის მეთაური სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდაპრემიერი ბავშვებს გაესაუბრა და მათ უახლოეს პერიოდში სოფელში ახალი სტადიონის მშენებლობას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები