ეროვნულ სასახლესა და რე:ედუქეითს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სასახლესა და რე:ედუქეითს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და რე:ედუქეითის დირექტორმა ნინო მიქაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპზე.
მემორანდუმის მიზანია:
ერთობლივი პროექტების და პროგრამების განხორციელება. მონაწილეობის მიღება სამუშაო შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე-ახალგაზრდებს, ზრდასრულებს, შესაძლებლობა მიეცემათ რეალურ პროექტებში მონაწილეობით შეისწავლონ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები და მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები. ამგვარად, ისინი შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში.
რე:ედუქეით სივრცე მომავლის განათლებას და ახალ ტექნოლოგიებს აერთიანებს, ხოლო ეროვნული სასახლე 81 წლიანი ისტორიის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა და შინაარსის გარდა, ულამაზესი არქიტექტურული იერსახე აქვს. ძველისა და ახლის ნაზავი განსაკუთრებულ გარემოს შექმნის, როგორც ჩვენი ინვესტორებისთვის, ისე პარტნიორებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები