ლაგოდეხის ახალგაზრდულ სივრცეში ინტელექტუალური თამაში „ითამაშე ჩემთან ერთად, ჩემნაირად, უკეთესად“ გაიმართა

ლაგოდეხის ახალგაზრდულ სივრცეში, „ახალგაზრდა მკითხველთა კლუბის“ წევრების მონაწილეობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ითამაშე ჩემთან ერთად, ჩემნაირად, უკეთესად“.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამაშში ლაგოდეხის ცენტრალური და სასოფლო ბიბლიოთეკების აქტიური ახალგაზრდა მკითხველები იღებდნენ მონაწილეობას.

გამარჯვება, სოფელ ლელიანის ბიბლიოთეკის, ახალგაზრდა მკითხველთა კლუბის გუნდმა მოიპოვა.

ახალგაზრდა მკითხველთა კლუბი ინტელექტუალურ თამაშებს მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები