საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალურ დანაშაულში ედებოდა ბრალი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ ბრალის დასამტკიცებლად არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი. მოსამართლის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობაა, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს და თუკი ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მისივე ბიუროს წარმომადგენელი, თამთა თოდაძე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები