ეროვნული სასახლე IX-XIIკლასის მოსწავლეებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსს იწყებს
,,მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი!“ ,,დამოუკიდებლობის ფასი და საზღაური“; ესეების მიღება შესაძლებელი იქნება 20მაისის ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსი დასრულდება 25 მაისს და გამარჯვებული გამოვლინდება 26 მაისს. კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული: პირველი გამარჯვებული – ,,ჟიურის რჩეული”, რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. მეორე გამარჯვებულს – ,,მკითხველთა რჩეული“, გამოვლინდება სასახლის FB გვერდზე გამოქვეყნებულ ესეებზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, გამარჯვებულად ჩაითვლება ყველაზე მეტი რეაქციის მქონე ესეს ავტორი.
გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს: სიგელებსა და მხატვრულ ლიტერატურას.
“ეროვნული სასახლე წინასწარ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებას! კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე. ჩაერთე კონკურსში, მიიღე ცოდნა და გამოცდილება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.