ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო. ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისათვის, ისე – მთელი საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.