“სუფთა რეგიონი 2021“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ.
თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების
დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული კონკურსი გასულ წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით
„სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფლი/თემის“,
„სუფთა ქუჩის“, „საწარმოს სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოს“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა.
იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელს გაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის
ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების
ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში. „სუფთა
რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია,
რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის ფარგლებში გაზრდილი ნომინაციებისა და
მონაწილეების რიცხვი.
მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება მე-6 აღინიშნა და ის 8
ნომინაციაში (2015 -3 ნომინაცია, 2017 -5 ნომინაცია, 2018 წელს-7 ნომინაცია) ჩატარდა. კონკურსის
პერიოდში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკონკურსო პერიოდში წარმოედგინათ ჩამოთვლილი
ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები-საქართველო) ორგანიზატორებისთვის.
კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის
წევრებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე
მასალებს.
2021 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

„სუფთა რეგიონი 2021“ – კახეთის რეგიონი
„სუფთა ქალაქი 2021“ – ქ. ლაგოდეხი; დაბა მესტია
„სუფთა მუნიციპალიტეტი 2021“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ს ]აქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო The Greens Movement of Georgia/Friends of the Earth- Georgia
საქართველო, თბილისი, 0112, სლავა მეტრეველის ქ.№4, ბინა №6, ტელ (+995 32) 2 30 62 21;
4, S.Metreveli str., flat 6, 0112, Tbilisi, Georgia, tel (+995 32) 2 30 62 21 E-mail: info@greens.ge; www.greens.ge
„სუფთა სოფელი 2021“ – სოფელი – ჭკადუაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2021“ – მერაბ კოსტავას ქუჩა (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
„საწარმოს ლამაზი ეზო 2021“ – შპს მეღვინეობა ხარება“
„ლამაზი ეზო 2021″ – ბესიკ პერტაიას ეზო (სოფელი ცაიში)
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი
წვლილისთვის სიგელები გადაეცა:
მცხეთა-მთიანეთის მხარეს;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს;
კომპანია „შუმს (საწარმოს ლამაზი ეზო);
ნუნუ კარდენახიშვილს (ლამაზი ეზო (გურჯანი));
ბორის პაპასკუას (ლამაზი ეზო (ქ. ფოთი));
ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (ლამაზი ქუჩა, ახმეტის მუნიციპალიტეტი));
ზაქარიაძის ქუჩის მაცხოვრებლებს (ლამაზი ქუჩა, (თბილისი)).
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის
ხელმძღვანელის მოადგილე, ერიკ ილესი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, კონკურსის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები,
კონკურსის გამარჯვებულები და მოწვეული სტუმრები.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT),
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის პარტნიორ-ორგანიზაციებთან
ერთად. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. ასევე, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრის“, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და შვედური კოსმეტიკური კომპანია
„Oriflame“ თანამშრომლობის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები