საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოს ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის №170 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ბავშვები სტუმრად თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის სპეციალური გაკვეთილი სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა ჩაატარეს. შეხვედრის შემდეგ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმს ესტუმრნენ და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას და ისტორიული მასალებს გაეცნენ. გარდა ამისა, ბავშვები მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდნენ, სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მოსწავლეების და აღმზრდელების სტუმრობის მთავარ მიზანს მუზეუმის დათვალიერება და უსაფრთხოების ნორმების დეტალური გაცნობა წარმოადგენდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მზაობის გასაზრდელად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სისტემატურად ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები