რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფეს იხსენიებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს თარიღი ეროვნულ დღესასწაულად იქცა. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა“, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები