ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა – ბიბილოვმა მარცხი აღიარა
თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოქმების 85%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ალან გაგლოევმა ხმების 53,67% მიიღო, ხოლო ანატოლი ბიბილოვმა – 41,3%.
ე.წ. არჩევნებში გამარჯვება ანატოლი ბიბილოვმა უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.
“ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა. ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი”, – თქვა ბიბილოვმა, რომელმაც ადრე თქვა, რომ ე.წ. არჩევნების შედეგებს “აღიარებდა”.
მან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა, ”ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა”.
თავის მხრივ, ალან გაგლოევმა თქვა, რომ ამაყია ხალხის არჩევანის გამო, ასევე, იმით, რომ ბიბილოვმა ე.წ. არჩევნების შედეგი აღიარა.
„სიამაყის გრძნობა მაქვს, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და რომ ანატოლი ილიჩმა [ბიბილოვმა] აღიარა არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის”, – განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, იგეგმება “ახალი გუნდის ჩამოყალიბება”.