ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია, თანამდებობას არ დატოვებს

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, – ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან მუდმივი კონტაქტი აქვს და მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი გადაწყვეტილია.

„თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები