ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებსაც თბილისში, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
“საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი – შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, მათი დამოუკიდებლობის, მათი ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით.
ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ ინსტანციის, რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ – ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.