ილია ღუდუშაური: აუდიტი როგორც ფინანსურ, ასევე, ინფექციების კონტროლის ნაწილსაც სწავლობს და დასკვნა დაიდება – საბედნიეროდ, გლობალური დარღვევები, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
“არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი კლინიკაში რჩება. აუდიტი გეგმურად, როგორც ფინანსურ, ასევე, ინფექციების კონტროლის ნაწილსაც, ჯერჯერობით, სწავლობს და დასკვნა დაიდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპისთვის გლობალური დარღვევები არ იკვეთება.
“არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო კლინიკებშიც მნიშვნელოვანია ცვლილებები, რადგანაც, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკებს ახალი მიმართულებების დამატება სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კლინიკაში. აუდიტი გეგმურად, როგორც ფინანსურ, ასევე, ინფექციების კონტროლის ნაწილსაც, ჯერჯერობით, სწავლობს და დასკვნა დაიდება. თუმცა, საბედნიეროდ, რაღაც გლობალური დარღვევები, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის”, – აცხადებს ილია ღუდუშაური.