რომან გოცირიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული

“​ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს – მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს.

მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად იქნება აქციებიც და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაც.

“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმა იქნება გამოყენებული. იქნება მიტინგები, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ვინაიდან აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს”, – აღნიშნა გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები