საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ფასების მატებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რომლის ფასების 21.3%-ით გაიზარდა.
კერძოდ, უფრო დეტალურად, ფასები ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომატებულია 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტების ფასები 28.8 პროცენტით.
ამასთან, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);