უკრაინის პროკურატურა: ომის დაწყებიდან ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 კი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 კი დაშავდა.
“2 მაისის დილის მონაცემებით, დაღუპული ბავშვების რიცხვი არ შეცვლილა – 219. დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა – 405“, – აცხადებს პროკურორის ოფისი.
ყველაზე მეტი – 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 115.
”რუსული ძალების დაბომბვის შედეგად, 1 570 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 111 კი მთლიანად განადგურდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge