უკრაინის დაზვერვა: ბელარუსში რუსული ჯარების გადაადგილების დასამალად ინტერნეტი გამორთეს

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით ინტერნეტი გათიშეს.

მათივე ცნობით, ბელარუსში მობილური აბონენტების ინტერნეტზე წვდომის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა პირველად პირველ აპრილს დაფიქსირდა, ერთი თვის განმავლობაში კი ბელარუსის ყველა რეგიონს შეეზღუდა ინტერნეტთან წვდომა.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, მომხმარებლების ინტერნეტიდან გათიშვა კოორდინებულია სპეცსამსახურების მიერ. ამრიგად, ბელარუსის KGB და რუსეთის FSB ცდილობენ, შეზღუდონ პატრიოტი მოქალაქეების კომუნიკაცია და აღკვეთონ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები