“რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო ძალების 65% უკვე გამოიყენა, მეოთხედი განადგურებულია” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სახმელეთო საბრძოლო ძალების, დაახლოებით, 65% უკვე გამოიყენა. ძალის მეოთხედი, სავარაუდოდ, განადგურებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა Twitter-ზე ავრცელებს.
დაზვერვის თანახმად, თავდაპირველად, რუსეთმა ომში120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჩართო, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის, დაახლოებით, 65%-ს შეადგენს.
ამავდროულად, რუსეთმა სერიოზული დანაკარგები განიცადა, რამაც მისი საბრძოლო შესაძლებლობები შეამცირა. დაზვერვის მონაცემებით, დაზარალებულია, მათ შორის, აგრესორი ქვეყნის ყველაზე ელიტარული სამხედრო ნაწილები.
“სავარაუდოა, რომ ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტი ამჟამად უმოქმედოა. დაზარალდა რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფები, მათ შორის, საჰაერო-სადესანტო ძალები”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ რუსეთს ამ ძალების ხელახლა შექმნას, ალბათ, წლები დასჭირდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge