დენის კოშელნიკი: თუ „აზოვის“ ბიჭები გადარჩნენ და სადმე წააწყდებიან არესტოვიჩს, იმ სისულელისა და ბოდვის გამო, რომლებსაც მისი ტკბილი ბაგეები გადმოსცემენ, ვციტირებ: თავ-ყბას დაულეწავენ!
ბლოგერი დენის კოშელნიკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ამ მოსაზრების გაჟღერება „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლმა სთხოვა.
„მინდა, მოგიყვეთ ჩემი გუშინდელი საუბრის შესახებ აზოვის პოლკის ერთ-ერთ მებრძოლთან, რომელიც ახლა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება. მე მან მომაწოდა ბევრი ინფორმაცია და მთხოვა, გამომექვეყნებინა. ის ადამიანი თავის სამშობლოს, უკრაინას იცავს და მზადაა, მას სიცოცხლე შესწიროს, ის ხელშია დაჭრილი ტყვიით. ის მაქსიმალურადაა შოკში იმის გამო, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის დამცველებთან იმ ადამიანებს, მოდი ასე ვთქვათ, ვინც ხელისუფლებაში არიან, ჩვენს მთავრობას წარმოადგენენ. და მან დაჟინებით მთხოვა, გადამეცა არესტოვიჩისთვის, მე ამას პირადად ვერ შევძლებ და ასე გადმოვცემ – თუ „აზოვის“ ბიჭები გადარჩნენ და სადმე წააწყდებიან არესტოვიჩს, იმ სისულელისა და ბოდვის გამო, რომლებსაც მისი ტკბილი ბაგეები გადმოსცემენ, მე ვციტირებ: თავ-ყბას დაულეწავენ! აი ასეა ჩემო ძმებო…“, – ამბობს დენის კოშელნიკი.