“ჯიფონის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ქართველი მონაწილის შესარჩევად ეროვნული სასახლე კონკურსს აცხადებს
ეროვნული სასახლის საერთაშორისო ფესტივალი “თაობას” ფარგლებში, “ჯიფონის“ საერთაშორისო კინოფესტივალის (იტალია) ქართველი მონაწილის შესარჩევად კონკურსი ცხადდება.
“თუ ხარ 13-15 წლის, გიყვარს კინოხელოვნება, ფილმების განხილვა და გინდა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ კინოფესტივალზე საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღება, შეავსე განაცხადი და ჩაერთე კონკურსში.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნამდე გაეცნოთ კონკურსის წესებს და დარწმუნდეთ, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებთ”, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.