სოსო პავლიაშვილი უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის კრემლში იმღერებს

4 მაისს კრემლში ყოველწლიური გალა კონცერტი – “გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!” გაიმართება, რომლის საპატიო სტუმრებიც ომის ვეტერანები და უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცები იქნებიან.

რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, კონცერტზე სხვა რუს შემსრულებლებთან ერთად სოსო პავლიაშვილიც იმღერებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტზე უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს პატივს მიაგებენ და დააჯილდოებენ.

“გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!” 2015 წლიდან ტარდება და “გამარჯვების დღეს” ეძღვნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები