დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს და ასამბლეის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს და ასამბლეის ფინანსურ საკითხებში ვიცეპრეზიდენტს, ჯემალ ოზთურქის შეხვდა.
დავით სერგეენკოს განაცხადებით, ეს ფორმატი საშუალებას იძლევა, რომ 13 ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება, უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს ერთმანეთთან სხვადასხვა მიმართულებით.
„ასეთი შეხვედრები და პოზიციების ასეთი შეჯერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ასე რომ, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი საკითხის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი – რამაზ ნიკოლაიშვილი.