დნესტრისპირეთში აფეთქებების ფონზე, ცხინვალმა ე.წ. საზღვრის მონიტორინგი გაააქტიურა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დნესტრისპირეთის მიმართულებით ვითარების გამწვავებას აღნიშნავს, ასევე, “უკრაინის უშიშროების ძალების მიერ ტერორისტული მოქმედებების გააქტიურებას უსვამს ხაზს”.

„ეჭვგარეშეა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაძაბულობის ზრდა ორკესტრირებულია ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ და ხორციელდება მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით კიევში, კიშინიოვსა და ბუქარესტში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ამ დესტრუქციულ პროცესებში ამიერკავკასიაში თავიანთი პარტნიორებიც ჩართონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, “გარესაფრთხეების ადრეული გამოვლენისა და ლოკალიზაციის მიზნით, კომიტეტმა და მისმა სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგი გაააქტიურა”.

„სხვადასხვა არხით შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მიმართულებით სამხედრო-პოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან ახლოს ძალებისა და საშუალებების გაძლიერება, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი გადაადგილება არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები