ბაიდენი დღეს უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს, 28 აპრილს უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას გააკეთებს.

ამის შესახებ The Hill-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.

აღნიშნულია, რომ ამერიკელი ლიდერი „უკრაინელების მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს, რომლებიც რუსეთთან სასტიკ ომში თავიანთ ქვეყანას და თავისუფლებას იცავენ”.

21 აპრილს ჯო ბაიდენმა უკრაინასთნ დაკავშირებით განცხადება გააკეთა და კიევისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები