ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი პრეზიდენტ მაია სანდუს და სრულიად მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აფეთქებების სერია დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს დაუკავშირა, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ.