მოლდოვამ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

მოლდოვამ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე მას შემდეგ, რაც უკრაინის მოსაზღვრე რაიონში მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთთან კონფლიქტის გავრცელების შიში გააჩინა.

მოლდოვას უმაღლესი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ აფეთქებები დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს დაუკავშირა, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ.

ამასთან, საბჭომ რეკომენდაცია გაუწია სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ პატრულირება დნესტრისპირეთის ბუფერულ ზონასთან და უსაფრთხოების შემოწმებები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები