მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
29 აპრილს, 20:00 საათზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მომღერლის საიუბილეო – 60 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი ახლა გაიმართება.
მონაწილეობენ: „ქართული ხმები“, „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, სოფო გელოვანი, ბესო კალანდაძე, ზუკა ხუციშვილი.
ბენდი – დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
ბექ ვოკალი: ნინი გველესიანი,გიორგი ჩიქოვანი, ბექა ცხომელიძე, ქეთი კვიცარიძე, გოგა მესხი.
„მერაბ სეფაშვილი იმ ქართველ ვარსკვლავთა სიის სათავეშია, რომლის სახელმა და გვარმა ყველაზე ღირებულს და სათუთს – დროს გაუძლო!
ესტრადის ვარსკვლავი,რომელიც თავისი მუსიკალური კარიერის მანძილზე,არ ჩამოსულა არც წარსულის და არც თანამედროვეობის მუსიკალური ჩარტების ზედა საფეხურიდან.
საესტრადო ვარსკვლავის კონცერტები მუდმივად ანშლაგით ტარდება მერაბის რეპერტუარიდან გამომდინარე, მისი მსმენელთა სეგმენტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.
ამ კონცერტში შესრულდება როგორც ყველასათვის საყვარელი ჰიტები, ასევე – ახალი სიმღერები, ასევე კოლაბორაცია კონცერტის სხვა მონაწილეებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მის: ბელიაშვილის ქ. №68.