სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 27 აპრილის მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 400 ადამიანი;
ტანკი – 939 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 342 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 421 ერთეული;
MLRS – 149 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 71 ერთეული;
თვითმფრინავი – 185 ერთეული;
ვერტმფრენი – 155 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 666 ერთეული;
გემი/ნავი – 8 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 207;
სპეციალური აღჭურვილობა – 31;
მობილური SRBM სისტემა – 4.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
141 თვითმფრინავი;
110 ვერტმფრენი;
583 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 576 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
269 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
287 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 111 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 392 სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge