ზურაბ ქადაგიძე დავით არახამიაზე: ასეთი სულელი პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, თუმცა სამწუხაროა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა, რომელსაც ყოველდღიური აბსურდული განცხადებებით აღრმავებენ
„იმდენად აცილებული არიან რეალობას, რომ შეიძლება ითქვას “თვითკმაყოფილი იდიოტიზმის” კლასიკური გამოვლინებაა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დავით არახამიას განცხადებაზე წერს, რომელიც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მიშას უბეში დაფრთიანებული პოლიტიკოსები რეალობას აცილებულები არიან.
„მიშას უბეში დაფრთიანებული პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებული მოვლენა 21-ე საუკუნეში…
იმდენად აცილებული არიან რეალობას, რომ შეიძლება ითქვას “თვითკმაყოფილი იდიოტიზმის” კლასიკური გამოვლინებაა…
ასეთი სულელი პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, თუმცა სამწუხაროა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა, რომელსაც ყოველდღიური აბსურდული განცხადებებით აღრმავებენ…
ეს ისეთი იდიოტია, შეიძლება მალე კიევში საელჩოსთან გააკეთოს აქცია მოთხოვნით – „გადადგეს საქართველოს მთავრობა“…
P.S ნეტა ეს განცხადება რა ენაზე გააკეთა? რუსულად თუ? … ააა უკრაინული არ იცის?“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.