უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს აღდგომა კიევის წმინდა სოფიას ტაძრიდან მიულოცა – ლოცვაში პრეზიდენტმა ღმერთს სთხოვა დაეცვა ყველა უკრაინელი და მიეცა ძალა ბრძოლისა და გამარჯვებისთვის.
„აღდგომას ღმერთს ვთხოვთ დიდ წყალობას ჩვენი დიდი ოცნების ასრულებისთვის – ეს არის კიდევ ერთი დიდი დღე, დღე, როდესაც დიდი მშვიდობა დადგება უკრაინაში და მასთან ერთად მარადიული მადლი და კეთილდღეობა. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის დიდ სალოცავში – წმინდა სოფიას ტაძარში ჩაწერა. მან გაიხსენა, რომ ეს საკათედრო ტაძარი დაარსდა ათასი წლის წინ, გადაურჩა ურდოს შემოჭრას და ნაცისტების ოკუპაციას და ახლა რწმენას ანიჭებს უკრაინის ახალ გამარჯვებას, რომ “არც ერთი ურდო, არცერთი ბოროტი სული არ გაგვანადგურებს”.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა ბნელ დროში ცხოვრობს და ყველა უკრაინელი იბრძვის “ნათელი იდეისთვის ნათელ მხარეს”.
„ჭეშმარიტება ჩვენს მხარეზეა, ხალხი, უფალი და უმაღლესი ზეციური ნათელი – ადამიანთა მოდგმის დამცველი ღვთისმშობელი ორანტას ძალა. ის მე მიცავს, ის ყველა ჩვენგანს იცავს. სანამ არის ორანტა, არის სოფია, მასთან ერთად კიევი დგას და მათთან ერთად – მთელი უკრაინა.
ორანტას გამოსახულების ზემოთ დაწერილია სიტყვები ფსალმუნთა წიგნიდან: „ღმერთი ქალაქის შუაშია და არ ირყევა, ღმერთი გათენებამდე დაეხმარება მას“. ამ დიდ დღეს ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ჩვენი გარიჟრაჟი მალე დადგება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქრისტეს აღდგომის დღეს, რომელიც განასახიერებს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოს, ყველა უკრაინელი ითხოვს ერთს: „დიდო ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა ჩვენთვის“.
ლოცვაში ზელენსკიმ სთხოვა დახმარება და გადარჩენა ყველა უკრაინელი დამცველისა და მათ, ვინც მათ ეხმარება – მოხალისეებს, ექიმებს, მაშველებს.
“გადაარჩინე ყველა დედა, ვინც ომიდან ვაჟს ან ქალიშვილის ელოდება და ძალა მიეცი მათ, ვინც ვერ შეხვდა ომის შვილს“