“პუტინს შოიგუსი არ სჯერა, მას მოგვიანებით მოიშორებს, “ნებისმიერი გზით” – ლეონიდ ნევზლინი

კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი, 2001 წლიდან “რუსეთის ებრაელთა კონგრესის” პრეზიდენტი, ლეონიდ ნევზლინი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს არ სჯერა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, რუსული არმიის სიძლიერესა და უკრაინის ხუთ დღეში დაპყრობაზე საუბარი პირფერული ბლეფი აღმოჩნდა.

“პუტინმა შოიგუს “აზოვსტალის” შტურმის გაუქმება უბრძანა. რამდენად დიდია, ალბათ, “ომის პარტიის” და მისი წინამძღოლის, რამზან კადიროვის იმედგაცრუება, რომელმაც პირობა დადო, რომ “აზოვსტალი” აგერ უკვე “ლანჩამდე ან ლანჩის შემდეგ” გადავა რუსეთის კონტროლქვეშ.

პუტინის დაპირება, რომ ტყვეებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს – ჩვეულებრივი ნაცისტური პროპაგანდაა. თუ საშუალება მიეცემა, ყველას მოკლავს. ჯარისკაცებსაც, ქალებსაც, ბავშვებსაც და მოხუცებს. მას არ სჭირდება დანაშაულის მოწმეები, მას არ ებრალება არც “საკუთარი” და არც უცხო ადამიანები. ის ასეთი კატეგორიებით საერთოდ არ ფიქრობს.

მაგრამ დღეს, კამერების წინ მან მოულოდნელად ისაუბრა “ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”. ისევ მეფეა კარგი, ვეზირი – ცუდი, განსაკუთრებით – შოიგუ, რომელსაც ამ ომში ყველა დანაკარგს დააბრალებენ.

შოიგუს “დღეები დათვლილია” და მან ეს კარგად იცის. ტაიგაში რუსული არმიის სიძლიერეზე და უკრაინის ხუთ დღეში დაპყრობის შესახებ საუბრები პირფერული ბლეფი აღმოჩნდა. მაგრამ პუტინს ახლა “წარმატება” სჭირდება. ის შოიგუს მოგვიანებით “მოიშორებს”, ნებისმიერი გზით”, – წერს ნევზლინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები