რუსულმა ჯარებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწის, ოლენა სიმონენკოს განცხადებით, რუსულმა ჯარებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა.
ამის შესახებ სიმონენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსების მიერ ოკუპირებული 42-ვე დასახლება დონეცკის რეგიონში მდებარეობს.
„დღეს ჩვენი 3 500 დასახლებული პუნქტია ოკუპირებული. ეს არის 30 პროცენტი იმ ტერიტორიისა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა სიმონენკომ.