სენატორი კრის კუნსი: აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ვხედავთ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე

აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სენატორები საქართველოში იმყოფებიან იმიტომ, რომ ხედავენ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა – არც შიგნით და არც გარეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩვენ აქ მიზნობრივად ვართ – აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი, აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა სენატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები