ავღანეთში მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა – 80-მდე დაშავდა
ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანი შეეწირა, 80-მდე დაშავდა.
სააგენტო Khaama Press-ის ინფორმაციით, დაშავებულები აბუ ალი სინას საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფეთქება მორწმუნეთა ლოცვის დროს მოხდა.
ორი დღის წინ ქაბულში ორ სკოლასთან აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 25 მოსწავლე დაიღუპა.