მევლუთ ჩავუშოღლუ – ნატოს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ

ნატოს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, რადგან ომის გაგრძელებაში რუსეთის დასუსტებას ხედავენ და დიდად არ აწუხებთ უკრაინაში სიტუაცია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ „სიენენ თურქის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, თუმცა, ასეთი შეხვედრის თაობაზე საუბარი, ნაადრევია.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია სურდა. არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო ეს წინადადება. ამას არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი და არც კანადა არ ეთანხმება. რა თქმა უნდა, ეს თურქეთისთვისაც მიუღებელია. პრინციპში, უსაფრთხოების გარანტიას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ გარანტიის პირობები არ არის ნათელი. არავინ ეთანხმება ზელენსკის მოთხოვნას ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიაზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები