პოდოლიაკმა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პესკოვის განცხადებას უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს სავალდებულო ზეწოლის ელემენტად.

ამის შესახებ მან დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით, “რუსეთმა უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი რეაგირებას არ ჩქარობს”.

“მგონია, რომ არ არის საჭირო ამა თუ იმ რუსი სპიკერის გამოყენება “ნიუსმეიკერების” სახით. ბევრად უკეთესია, დაეყრდნოთ მხოლოდ უკრაინული მხარის ოფიციალურ განცხადებებს, რადგან რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს, როგორც სავალდებულო ზეწოლის ელემენტს. რატომ ავყვეთ მათ თამაშს?“, – თქვა პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებათა პროცესზე საუბრისას მან გაიხსენა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ სტამბოლში გადასცა ოპონენტებს „გადაწყვეტილების შესახებ თავისი წინადადებები“.

“მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რუსულმა მხარემ წინადადებები შეისწავლა და შემხვედრი საკუთარი პოზიციები გამოხატა. ახლა ჩვენი ჯერია – შევისწავლოთ, შევადაროთ და დასკვნები გამოვიტანოთ. მათ შორის, პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები