შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: მზად არიან, იყვნენ ყველა – ქართველების გარდა – ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით

“მზად არიან, იყვნენ ყველა – ქართველების გარდა – ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები.

„მზად არიან, იყვნენ ყველა – ქართველების გარდა. ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით. ანტიქართველები არიან მათი პოლიტიკით. სწორედ მათი პოლიტიკაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი მიზანია, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები და მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ ამ ნაბიჯებით. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე რომ დადიოდა, ამიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასე რომ არ მოქმედებს, ამიტომ გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა. ჩვენც ისე რომ მოვქცეულიყავით, როგორც ესენი იქცეოდნენ, დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები. ამ მხრივ, მათი საშველი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები