ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დედაენის კვირეული გრძელდება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დედაენის კვირეული გრძელდება.

ამჯერად ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მობილური ჯგუფების მსმენელებისთვის თემატური დისკუსია გამართეს.

დისკუსიის ფარგლებში მსმენელებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიცაა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობა. სკოლის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები, ემსჯელათ თემის გარშემო და გაეზიარებინათ პირადი გამოცდილებები.

პრეზენტაციისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ენა განათლების მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უმთავრესი წინაპირობაა. მათი თქმით, ენის ცოდნა ხელს უწყობს როგორც კომუნიკაციის გამარტივებას საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები