შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის, ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩართულნი. ამ ყველაფერს იმედია სათანადო შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველას იხილავს სახელითა და გვარებით. როგორც აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, ზუსტად ასევეა ეს ჩეხი ადამიანი უცხოური სპეცსამსახურის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა და მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში. ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.