პესკოვი: რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა – “ველოდებით რეაქციას”

მოსკოვმა კიევს გადასცა სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი “მკაფიო ფორმულირებით”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას Unian-ი რუსულ სახელმწიფო მედია “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით ავრცელებს.

“მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, უკრაინულმა მხარემ მიიღო დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი ახლა კიევის მხარეზეა, მოსკოვი რეაქციას ელოდება”, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინა “გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები