კიევის პროკურატურის ცნობით, უკრაინელი მოზარდი ოკუპანტების ჯაშუშობაში ამხილეს
უკრაინელი მოზარდი რუსი ოკუპანტების ჯაშუშობაში ამხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, კიევის ოლქის ბუჩანსკის რაიონის მკვიდრი არასრულწლოვანი ეჭვმიტანილია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის მტრისთვის გადაცემაში.
“გამოძიების თანახმად, კიევის ოლქის ბუჩანსკის რაიონის სოფლის დროებითი ოკუპაციის პერიოდში 17 წლის ადგილობრივი მცხოვრები ნებაყოფლობით გადავიდა მტრის მხარეზე.
მან რუსეთის არმიის წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია სოფლის მცხოვრებლების, მაღაზიებისა და სახლების შესახებ, სადაც შეიძლებოდა, ძვირფასი ნივთები შენახულიყო, ასევე, სხვა ინფორმაცია, რისთვისაც მიიღო მატერიალური ჯილდო და პრივილეგიები ოკუპანტებისგან.
გარდა ამისა, ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შევიდა სოფლის ერთ-ერთ სახლში, საიდანაც ფარულად მოიპარეს სხვისი ქონება”,– აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge