პუტინმა ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებს დასავლური ბრენდების ჩანაცვლებისკენ მოუწოდა

“წმინდა ადგილი ცარიელი ვერ იქნება და თუ ტანსაცმლის რომელიმე მწარმოებელი რუსულ ბაზარს ტოვებს, ვისურვებდი, ადგილი ადგილობრივმა მწარმოებლებმა დაიკავონ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარს დაუჭერს ადგილობრივ დიზაინერებსა და ტანსაცმლის მწარმოებლებს.

„მე არ ჩამოვთვლი ყველა სახის მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ეს სექტორი, რა თქმა უნდა, ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, მაგრამ ჩვენ მოვიფიქრებთ და შემოგთავაზებთ ამ გადაწყვეტილებებს, ყველანაირად განვავითარებთ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები